ფემიციდის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონმა, ფემიციდის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კონკურსი ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა და საგამოფენოდ 20 საკონკურსო ნამუშევარი შეირჩა. კონკურსის გამარჯვებულს, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ საჩუქარი გადასცა. სხვა მონაწილეები კი, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

„იუსტიციის სამინისტრო არის ის ერთ-ერთი სამაგალითო უწყება, სადაც დასაქმებულ ქალთა რაოდენობა ჭარბობს მამაკაცების რაოდენობას, განსაკუთრებით, მენეჯერულ პოზიციებზე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი თანამშრომელი ქალების უფლებები იყოს დაცული როგორც ოჯახში, ისე სისტემის ფარგლებში და მთლიანად საზოგადოებაში. ამ გრძელ და გამოწვევებით სავსე გზაზე არაერთი საინფორმაციო თუ საკონსულტაციო შეხვედრა გავმართეთ მიზნობრივ ჯგუფებთან და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა.

 


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი