თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, კიბოს სკრინინგის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება

20 მარტს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, კიბოს სკრინინგის მხარდასაჭერ კონცერტს უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ღონისძიებაში ცნობილი ქართველი მუსიკოსები მონაწილეობენ.

როგორც ცნობილია, კონცერტი, საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივით და ა(ა)იპ „ქართული მუსიკის ცენტრის“ მხარდაჭერით დაწყებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაიმართება.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი