ეროვნულ გალერეაში ჯემალ და გიორგი კუხალაშვილების ერთობლივი გამოფენა მიმდინარეობს

ჯემალ და გიორგი კუხალეიშვილების ერთობლივი გამოფენის ხილვას კი, დამთვალიერებლები 3 აპრილამდე შეძლებენ.

23 მარტიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, ჯემალ კუხალაშვილის რეტროსპექტულ გამოფენასა და გიორგი კუხალაშვილის გამოფენას – „ზღურბლს მიღმა“ მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჯემალ კუხალაშვილი 1952 წელს დაიბადა. 1978 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა და 80-იან წლებში, ხელი შემოქმედებით საქმიანობას მიჰყო.

მის ნაშრომებს განსაკუთრებული პირადულობა ახასიათებს. დამთვალიერებელს მისი ნახვის შემდეგ, თავისი მრავალფეროვნებითა და მრავალწახნაგოვნებით, ყოველდღიურობა ესახება თვალწინ.

სამყაროს მხატვრისეული აღქმა, ისეთი ინტენსიური და მძაფრია, რომ თითქოს მის სათქმელს, ტილო ვერც იტევს და ნამუშევრის მიღმა, გაცილებით ბევრის ამოკითხვა შეიძლება.

ჯემალ კუხალაშვილისეული სამყაროს მოდელი „დიდი აურზაურითა და ქაოსით…“ გამოირჩევა. მისი ნამუშევრებიდან, კარგად სჩანს მხატვრის საოცარი ნიჭი, გამომსახველობითი ხერხების, ხატვის ტექნიკისა თუ ფერადოვანი კომპოზიციის ფლობა.

ქართველი ფერმწერი გიორგი კუხალაშვილი კი, 1982 წელს დაიბადა. ის 2002-2007 წლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა.

მხატვრის შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე, რელიგიური, ალეგორიული და მისტიკური თემების მიმართ, მისი ინტერესი თვალსაჩინო გახლდათ.

21-ე საუკუნის ადამიანს, აქვს სურვილი, რომ თავისივე სულიერ წარმომავლობას ჩასწვდეს. რადგან ამ სურვილის ასრულება მხოლოდ ინტელექტით შეუძლებელია, მხატვარი ფიქროობს, რომ ამისთვის ხელოვნებაა საუკეთესო საშუალება.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა მატერიალურ და სულიერ სამყაროთა ავტორისეული მხატვრული ინტერპრეტაციაა. ექსპოზიციის თანმდევი ძირითადი ლაიტმოტივი ზღურბლს მიღმა არსებულზე საუბარია.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული ტილოებით, ნათელია, რომ მხატვრის მცდელობაა თავად შეიცნოს მიღმიერი და ამ სამყაროში, დამთვალიერებელიც ამოგზაუროს.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ გიორგი კუხალაშვილის ნამუშევრები საქართველოს, ნიდერლანდების, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და აშშ-ის კერძო კოლექციებში ინახება. მხატვრის შემოქმედების გაცნობა კი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაშიც შეგიძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ექსპოზიციის გახსნას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, კახა სიხარულიძე დაესწრო. ჯემალ და გიორგი კუხალეიშვილების ერთობლივი გამოფენის ხილვას კი, დამთვალიერებლები 3 აპრილამდე შეძლებენ.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი