ქართული ცეკვის ილეთით გინესის მსოფლიო რეკორდი – გიორგი კვანჭიანის წარმატება მილანში

გიორგი კვანჭიანი ქვემო ქართლიდან, გარდაბნიდან არის. მან მსოფლიოს ისტორიაში პირველად, ქართული ცეკვის ილეთით გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა – 30 წამში 44 ბრუნი. შოუ იტალიაში, ქალაქ მილანში გაიმართა და იტალიის მე-5 არხის გადაცემა Lo show dei record-ის ეთერში გავიდა.

“პირველი ქართველი მოცეკვავე გავხდი მსოფლიოს ისტორიაში, რომელმაც ქართული ტრიუკით დავამყარე მსოფლიო რეკორდი იტალიაში, ქალაქ “მილანში “ ! უპრეცედენტოა მეგობრებო”, – წერს გიორგი სოციალურ ქსელში.

მისივე ინფორმაციით, რეკორდამდე ერთი საათით ადრე, გადაცემის პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ გიორგის ჯერ 2 წუთიანი ცეკვა უნდა შეესრულებინა. ამ ცვლილებამ გიორგი ააღელვა იმის შიშით, რომ დაღლილობა რეკორდის დამყარებაში ხელს შეუშლიდა, თუმცა, მაინც გარისკა და გაიმარჯვა.

“რეკორდისთვის მზადება ერთი თვით ადრე დავიწყე. ყოველ დღე ვვარჯიშობდი, რაც 2 -3 თვის განმავლობაში უნდა გამეკეთებინა, დილა-საღამოს ვვარჯიშობდი და ერთ თვეში გავაკეთე. დიდი პასუხისმგებლობა მქონდა აღებული, რომ არ გავმხდარიყავი გინესის რეკორდსმენი, არ შეიძლებოდა.

რეკორდი მოიხსნა ჰაერში წრეზე ბრუნვით და მუხლებზე დაშვებით, 30 წამში 44 ბრუნი გააკეთა, წინა რეკორდი იყო 30 წამში 20 ბრუნი იყო. ჟიურიმ გიორგის 3 ბრუნი არ ჩაუთვალა.

შორენა პაპაშვილი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი