საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 37 მილიონი ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ, 2023 წლის თებერვლის ბოლოსთვის 43.61 მლრდ ლარი შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებელზე, 36.79 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 38.20 მლნ ლარით, ანუ 0.23%-ით გაიზარდა. მოთხოვნამდე კი დეპოზიტები 74.99 მლნ ლარით, ანუ 0.28%-ით შემცირდა. ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა, 2023 წლის თებერვლის ბოლოსთვის 45.23 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით კი, დეპოზიტების ლარიზაცია 0.12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

სებ-ის ინფორმაციით, თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა, 7.36% შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.51%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე კი – 1.17%. აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.40%, ხოლო ევროს წილმა – 16.92% შეადგინა.

სალომე ხომასურიძე