თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8 %-ით გაიზარდა – საქსტატი

2023 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8% შეადგინა, იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი კი, 7.1 %-ია, – ეს მონაცემები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარ შეფასებას ეფუძნება.

მათივე ცნობით, 2023 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი ისეთმა დარგებმა შეიტანა, როგორებიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

საქსტატის ინფორმაციით, გადამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში, კლების ტენდენცია დაფიქსირდა.

სალომე ხომასურიძე