Netflix-ის ფილმში Extraction 2 ქართველი მსახიობები მონაწილეობენ
Netflix-ის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, Extraction 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელ კრის ჰემსვორტთან ერთად, ქართველი მსახიობებიც ჩანან. ეს სიახლე, ფილმის და მსახიობების გულშემატკივრებს, ძალიან გაახარებს.
როგორც ცნობილია, Extraction 2-ში მსახიობები თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი და დათო ბახტაძე მონაწილეობენ. მათთან ერთად კი, ფილმში ქართველ მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს, თორნიკე ბზიავას, ანდრო ჯაფარიძესა და სხვა მსახიობებს ვიხილავთ. ისინი, სავარაუდოდ, ქართველ გმირებს ანსახიერებენ.
აღსანიშნავია, რომ Extraction 2-ის ძირითადი ნაწილი, პრაღაში გადაიღეს. თავიდან გადაღებები ავსტრალიაში იგეგმებოდა, თუმცა, Covid-19-ის პანდემიის გამო, გეგმები შეიცვალა. ფილმის მეორე ნაწილი, საკმაოდ საინტერესო და ამასთანავე, მაყურებლისთვის ცოტა დაძაბული იქნება. ამ ეპიზოდებში, კრის ჰემსვორტის პერსონაჟი ცდილობს, რომ მისი ოჯახი, რომელიც ქართველ განგსტერებს ციხეში ჰყავთ დატყვევებული, მათგან დაიხსნას.
ცნობილია ფილმის პრემიერის თარიღიც. მაყურებელი მის ნახვას, 2023 წლის 16 ივნისს შეძლებს.
სალომე ხომასურიძე