სამშენებლო ნებართვის მისაღებად გამწვანების პროექტი სავალდებულო იქნება

ახალი ცვლილებები, მთელი საქართველოს მასშტაბით ქაოსური მშენებლობების დარეგულირების, გამწვანების და ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნის საშუალებას იძლევა.

2024 წლიდან საქართველოში გაცემული ყველა სამშენებლო ნებართვა, სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს. პარლამენტი „სივრცითი მოწყობის შესახებ კოდექსში“ შესაბამის ცვლილებებს, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით დაამტკიცებს.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე განმარტავს, აღნიშნული პროექტი, დედაქალაქში 2019 წლიდან მოქმედებს და შედეგად, დღეს ბევრი გამწვანებული ახალი საცხოვრებელი კომპლექსი და ობიექტი გაჩნდა. მათ შორის, კვების ობიექტებიც, რომლებიც გამწვანების პროექტითაა მოწყობილი.

მაია ბითაძის თქმით, ახალი ცვლილებები, მთელი საქართველოს მასშტაბით ქაოსური მშენებლობების დარეგულირების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, თითოეულ უბანში, სადაც კი ეს შესაძლებელია, მწვანე და ახალი რეკრეაციული სივრცეები შეიქმნება.

„თითოეულ მუნიციპალიტეტს დავეხმარებით, კანონის ძალაში შესვლამდე ერთი წელი მოსამზადებლად გამოიყენონ, შეათანხმონ დენდროლოგიური პროექტი, ე.წ. გამწვანება და დამტკიცდეს ხე-მცენარეთა სტანდარტები. თბილისის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აღნიშნული პროექტი სარგებლიანი იყო არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ დეველოპერებისთვისაც“, – განაცხადა ბითაძემ.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების ვალდებულებაში იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალის დადგენა შედის, რომლებიც შესაბამისი რეგიონისთვის, მისაღები იქნება.

სალომე ხომასურიძე


“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

საქართველოს ეროვნული პავილიონი არქიტექტურის ვენეციის ბიენალეზე

მან შეძლო არქიტექტურა მარტივი, ეკონომიური და კომფორტული ყოფილიყო – ლადო ალექსი-მესხიშვილი

ძაღლის ღია სივრცეში საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე ჯარიმა 150 ლარამდე გაიზრდება

ქუთაისში ბინას იძულებით გადაადგილებული 480 ოჯახი მიიღებს

პოდკასტი