Disney ,,მოანას” ფილმს გადაიღებს
მულტფილმი ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა და სულ მცირე დროში, დიდი პოპულარობა მოიპოვა.
Disney და დუეინ ჯონსონი “მოანას” ეკრანიზაციაზე მუშაობენ, – ამის შესახებ ინფორმაცია, თავად ჯონსონმა გაარცელა. იგი ამ ორიგინალურ და საოცარ მულტფილმში, მაუის ახმოვანებდა. მსახიობი ამ როლს, კინოადაპტაციაში დაუბრუნდება.
ფილმის სცენარს ჯარედ ბუში დაწერს, რომელიც „მოანას“ ანიმაციურ ვერსიაზე მუშაობდა. ამ ეტაპზე ფილმის რეჟისორის ვინაობა უცნობია. ასევე, უცნობია ის, თუ ფილმი როდის გამოვა.
შეგახსენებთ, რომ “მოანა” Disney-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია. მულტფილმის მთავარი პერსონაჟი მამაცი გოგონა მოანაა, რომელიც საკუთარი სახლის გადასარჩენად, ნახევრად ღმერთ მაუის საძიებლად მიემართება.
მულტფილმი ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა და მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
სალომე ხომასურიძე