ექთანმა პრესტიჟულ კლინიკას შრომითი დავა მოუგო

ექთანმა, რომელმაც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორ ლევან რატიანს სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლების გამო უჩივლა, სასამართლო დავა მოუგო. ნინო კვაჭანტირაძე ღირსეული ხელფასისა და ადამიანური შრომის პირობების მოთხოვნის გამო, სამსახურიდან 10 თვის წინ დაითხოვეს.

როგორც ექთანი ნინო კვაჭაძე ამბობს, 2022 წლის ივნისის თვეში ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენ. დირექტორმა, ლევან რატიანმა უკანონოდ და უსამართლოდ გაათავისუფლა, რადგან დასაქმებული ითხოვდა უკეთეს შრომის პირობებსა და გაზრდილ ხელფასს (თვეში დაახლოებით 400 ლარი).

ექთნის განცხადებით, რატიანმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა და აიძულებდა ეღიარებინა ის, რაც მას არ ჩაუდენია.

ნინო კვაჭაძემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაამარცხა, ხოლო ახლა სააპელაციო სასამართლოშიც გაიმარჯვა. მან კლინიკას შრომითი დავა მოუგო. კლინიკის გენ. დირექტორის, ლევან რატიანის მიერ დასაქმებულის წინააღმდეგ მოგონილი ბრალდებები არ დამტკიცდა.

როგორც ექთანი ნინო კვაჭაძე აცხადებს, ის აპირებს ბოლომდე გააგრძელოს ბრძოლა არამხოლოდ თავისი სიმართლისთვის, არამედ იმისთვის, რომ ექთნებს ჰქონდეთ ღირსეული ხელფასი და ადამიანური შრომის პირობები.

“ლევან რატიანის მხრიდან ყვირილის, მაგიდაზე ხელების ბრახუნისა და ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, ნინო კვაჭაძე არ გატყდა და სიმართლე ბოლომდე დაიცვა. ამის გამო, რატიანმა ის დასაჯა – 3 დღის შემდეგ გაათავისუფლა, ყოველგვარი შრომის კოდექსით გათვალისწინებული პროცესის დაცვის გარეშე. ამგვარი, მიდგომა აზიანებს ჯანდაცვის სისტემას მთელს ქვეყანაში. ქვეყანაში გვაქვს ექთნების კრიზისი”, – იტყობინება პროფკავშირი სოლიდარობის ქსელი.

შორენა ღავთაძე

ასევე წაიკითხეთ:
მონოპოლია, მაღალი ინფლაცია, განუკითხაობა ჯანდაცვის სისტემაში – საქართველოში ექთნების დეფიციტია


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი