Imagine Dragons-ი თბილისში კონცერტს გამართავს

კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში უკვე ექვსი კონცერტი დაიგეგმა, მათ შორის არის ჯგუფი Imagine Dragons-ი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა, ზაფხულის ცხელ დღეებში, მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia-ს – იწყებს. ეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის ეკუთვნის.

მთავრობის ცნობით, კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ამასთან, ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:

Nile Rodgers & Chic – 5 აგვისტო, Black Sea Arena,
Front Stage; FKJ – 6 აგვისტო, Black Sea Arena,
Front Stage; Damian Lazarus – 10 აგვისტო, The Social Space;
The Killers – 15 აგვისტო, Black Sea Arena;
All Day I Dream – 18 აგვისტო, The Social Space;
Imagine Dragons – 31 აგვისტო, Mikheil Meskhi Stadium.

როგორც ცნობილია, დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან, ეტაპობრივად, ვებგვერდზე – BSA.ge დაიწყება.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი