ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ ოცეულშია

ნუცა ბუზალაძე

ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე „ამერიქან აიდოლის“ ტოპ ოცეულშია და ტოპ 12-ში მოსახვედრად ხმები სჭირდება.

ოცეულში მოსახვედრად ქართველმა მომღერალმა დიდი ძალისხმევა გასწია. ჟიურის მხრიდანაც ყოველთვის დადებითი შეფასებები ჰქონდა და მოკლე ხანში სრულიად უცხო ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა.

ნუცა სოციალურ ქსელში საკუთარი წარმატების შესახებ ხშირად საუბრობს. 12 კონკურსანტში მოსახვედრად კი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს და საკუთარ გვერდზე წერს:

,,დიახ! ტოპ 20ში ვართ და დღევანდელი ხმის მიცემით გადაწყდება ხვალინდელ ლაივზე გავალ თუ არა ტოპ 12 ში! გთხოვთ, მეგობრებო, არ დაიზაროთ, სულ რაღაც 10 საათი გვაქვს ხმის მისაცემად!

ამისთვის 3 გზა არსებობს:

მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე AmericanIdol.com/vote
მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით: American Idol app
მაქსიმუმ 10 ხმა – ტექსტური შეტყობინებით 26, ნომერზე 21523

ანუ ჯამში 30 ხმას მიგზავნით”.

ხმის მიცემის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ის თბილისის დროით 17:00 საათამდე გაგრძელდება.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი