“Starring Georgia მეტ ტურისტს მოიზიდავს”- საქართველოს თანამედროვე მუსიკის მეგა-ვარსკვლავები ესტუმრებიან
საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული ახალი მასშტაბური პროექტი – Starring Georgia, ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოყვანას შეუწყობს ხელს და რაც რა თქმა უნდა, ეს ფაქტი, შემოსავლებზე შესაბამისად აისახება, – ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები, საქართველოს ცნობადობის გაზრდას, მსოფლიოს მასშტაბით, საგრძნობლად გაზრდის და ამასთან, ქვეყანა მეტ ტურისტსაც მიიღებს.
„ყველა დიდი ღონისძიება, რომელიც საქართველოში ტარდება და მით უფრო საერთაშორისო ვარსკვლავების შოუები ქვეყნის ცნობადობაზე ძალიან პოზიტიურად მოქმედებს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მელომანები როდესაც ტურნეს, ვარსკვლავს მიჰყვებიან და კონცერტის მიზნით ჩადიან ამა თუ იმ ქვეყანაში ბევრად დიდხანს რჩებიან ტურისტად, რაც შესაბამისად ჩვენი ქვეყნის შემოსავლებზე აისახება“, – აცხადებს ომიაძე.
საქართველო მსოფლიო ვარსკვლავების მოლოდინში ამგვარად არის წარმოდგენილი მთავრობის მეთაურის ინიციატივა, უფრო ზუსტად კი, კამპანია Starring Georgia, რომლის ფარგლებშიც, ჩვენს ქვეყანას, თანამედროვე მუსიკის მეგა-ვარსკვლავები ესტუმრებიან.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაციაა. კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
სალომე ხომასურიძე