“არ დაჩაგრეს პატარა ქვეყნის ნიჭიერი კონკურსანტი” – ნუცა ბუზალაძის მორიგი წარმატება

ნუცა ბუზალაძე

ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე „ამერიქან აიდოლის“ ტოპ 12-ში მოხვდა. მართალია მას ამისთვის გულშემატკივართა ხმების რაოდენობა არ ეყო, მაგრამ ის ჟიურის რჩეული გახდა. ჟიურის 10 კონკურსანტიდან მხოლოდ ორის გადაყვანის უფლება ქონდა, ერთ-ერთი ნუცა ბუზალაძე აღმოჩნდა.

ნუცამ 12 კონკურსანტის შესარჩევ ტურში შეასრულა ჯენიფერ ჰადსონის “And I Am Telling You” კინოფილმიდან “Dreamgirls”. ეს იყო ძალიან ძალიან ძლიერი, ემოციური, გამჭოლი და შთამბეჭდავი შესრულება.

მუსიკალური წარმოების სტუდია Bravo Records-ის პრეზიდენტი ზაზა შენგელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

“ნუცას არ ეყო მიღებული ხმები და ის ჟიურიმ თავისი კვოტით გადაიყვანა 12 ფინალისტს შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნუცა მომდევნო ტურებში შემდეგში რომ გავიდეს, ქართული დიასპორის ხმების გარდა (რომელიც მას როგორც ჩანს არ ეყო), ამერიკელების კეთილგანწყობის მომხრობა და მათი ხმების მოპოვებაც სჭირდება. ამიტომ გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ: ფორუმებზე ნუ დაწერთ უხამს, უხეშ და აროგანტულ კომენტარებს ამერიკელების პოსტების ქვეშ, პირიქით მაქსიმალურად გამოხატეთ სითბო და მადლიერება მათ მიმართ. ბოლოსდაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს – ეს არის ხალხი, რომელიც ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში და განვითარებაში დაეხმარა

ერთი მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის უსიამოვნო ინციდენტი, რომელიც უნიჭო კარინა დიანჯელომ ნუცას “გაუჩალიჩა” დუეტების ტურში, მძიმე და რაც მთავარია უსამართლო ტვირთად მოჰყვება ნუცას, მაგრამ საწუხაროდ ამ მხრივ ვერაფერს გამოვასწორებთ…ამის გადაწონვა მხოლოდ ნუცას საუკეთესო გამოსვლებით და საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მხრიდან წარმოჩენით და ჩვენი კეთილგანწყობილი კომენტარებით შეიძლება მოხდეს…მეორე მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ ნუცა ბუზალაძე პირველი უცხოელი კონკურსანტია მთელი პლანეტიდან, რომელიც ამ უაღრესად ავტორიტეტული და რეიტინგული ტელეპროექტის ფინალურ ეტაპზე გავიდა და ამერიკელებს უჭირთ გაითავისონ, რომ ეს კანონიერია და რომ American Idol-ში ამერიკელების გარდა, სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც შეიძლება მონაწილეობდნენ. მათ მიაჩნიათ და სჯერათ, რომ ეს კონკურსი მხოლოდ Native ამერიკელების კონკურსია

ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს, ამ დღეებში მე ისინი ახლიდან გავიცანი და დავაფასე. რა მაგარი ხალხია, როგორი პატრიოტები და შეყვარებულები თავიანთ სამშობლოზე და რამხელა სამუშაო გაწიეს, რომ ნუცა წინ წაწეულიყო ამ კონკურსში. უზარმაზარი მადლობა მათ და ნამდვილად ქედს ვიხრი მათ წინაშე.  

ჟიურის სამივე წევრი, გარდა იმისა, რომ უდიდესი მასშტაბის მუსიკოსები არიან და თავიანთ ქვეყანაში თავიანთი ქვეყნის ახალგაზრდობის კერპის შერჩევას ცდილიბენ და აბსოლუტურად მკაფიოდ აქვთ ეს გაცნობიერებული, არ დაჩაგრეს პატარა ქვეყნის ნიჭიერი კონკურსანტი და სამართლიანობის გამო, სწორედ მას გაუხსნეს გზა ფინალისკენ და დანარჩენ 8 ამერიკელს უარი უთხრეს კონკურსის გაგრძელებაზე. ეს უდაოდ მათ უდიდეს პროფესიონალიზმზე და ამავდროულად ადამიანობაზე მიუთითებს”. 

 


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი