“ახალი ღვინის ფესტივალი 2023” ახალ მოსავალს უმასპინძლებს
წლეულს ,,ახალი ღვინის ფესტივალი 2023″ ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს, 13 მაისს, მთაწმინდის პარკში ელოდება.
Ჩვენი სამშობლო რომ მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს, ამას მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და არქეოლოგიური ფაქტებიც ადასტურებს. Საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ღვინის წარმოება 8000 წლის წინ დაიწყო და ამ კულტურას წყვეტა არასდროს ჰქონია.
მეღვინეობით განთქმულ ქვეყნებს შორის, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, მსოფლიოში გამორჩეული ადგილი გვიკავია. ცალკე აღსანიშნავია ქართული ქვევრის ღვინო. Მისი დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს, 2013 წელს, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს. ზემოთ აღნიშული ფაქტი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.
უკანასკნელ წლებში, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, არაერთი ფესტივალი, კონფერენცია, გამოფენა და მედიატურები ტარდება. Მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მეტი ინფორმაცია გვქონდეს ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.
ერთ-ერთი მსგავსი ტიპის ფესტივალს 2010 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება, ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან და თავიანთი ბოლო მოსავლით მიღებული ღვინოებით ფესტივალზე მოსულ სტუმრებს უმასპინძლდებიან.
წლეულს ,,ახალი ღვინის ფესტივალი 2023″ ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს, 13 მაისს, მთაწმინდის პარკში ელოდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წინა წლის მოსავლით მიღებული ახალი ღვინოები. ფესტივალისმთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.
ღონისძიებაზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები და ოჯახური მარნები საუკეთესო ღვინოებით წარსდგებიან. ფესტივალს, ტრადიციულად, “ღვინის კლუბი” უმასპინძლებს.
,, ახალი ღვინის ფესტივალი 2023″ ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით გაიხსნება. Სტუმრებს, Როგორც წესი, ქვევრში ღვინის კლუბის მიერ შერჩეული, საოჯახო მარანში დაწურული, საუკეთესო ღვინო დახვდებათ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება არაერთი სახალისო პროგრამა და 10 ყუთი ღვინოც გათამაშდება.
Როგორც ყოველთვის, ფესტივალზე დასწრება სრულიად უფასოა.
ლიკა მაჩხანელი