მესხეთის თეატრი ეროვნული დრამატურგიის მე-7 თეატრალურ ფესტივალს მართავს

ფესტივალი 15 მაისიდან, 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ეროვნული დრამატურგიის რიგით VII საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს იწყებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მასში საქართველოდან და უცხოეთიდან, 21 თეატრალური დასი მონაწილეობს.

მათივე ცნობით, 15 მაისს, ფესტივალი „თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლით გაიხსნება და ირაკლი სოლომონაშვილის „მხოლოდ 5 დღე” იქნება წარმოდგენილი.

“მესხეთის თეატრი ტრადიციულად გპირდებათ დაუვიწყარ სანახაობას, სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებით, მრავალფეროვან რეპერტუარს წარმოგიდგენთ. შეხვდებით თქვენთვის საყვარელ მსახიობებს, წარმატებულ რეჟისორებს, ცნობილ თეატრმცოდნეებსა და კრიტიკოსებს, რომლებიც ფესტივალის მიმდინარეობისა და ქართული დრამატურგიის შესახებ, დისკუსიებს გამართავენ”, – აცხადებენ მესხეთის თეატრში.

როგორც ცნობილია, ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ჟანრის არაერთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ღონისძიება სხვა აქტივობებითაც იქნება დატვირთული. აღნიშნულ ფესტივალს 2 ივნისს, მესხეთის დრამატული თეატრი დახურავს.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი