თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2023 მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, დედაქალაქის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიებაში, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული კამერული გუნდი, თელავის ქალთა კამერული გუნდი, ლიუბეკის კონსერვატორიისა და გორის ქალთა კამერული გუნდები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, ყოველწლიურად იმართება. კონცერტები, კი, ტრადიციულად, თბილისის სხვადასხვა საკონცერტო და ექსპერიმენტულ სივრცეებში ტარდება. ფესტივალის მიზანი ქართული საგუნდო მუსიკის განვითარება, საგუნდო-საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება და მალე წლისთვის საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე გუნდების შემოქმედების გაცნობაა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფესტივალი 2011 წელს, თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა. წელს კი, რიგით მეცამეტე ცერემონია იმართება, რომელიც 2023 წლის 24 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და ღონისძიების ფარგლებში, შვიდი კონცერტი გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის კონცერტს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი