მესხეთის თეატრში “ეროვნული დრამატურგიის VII თეატრალური ფესტივალი” მიმდინარეობს

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, „ეროვნული დრამატურგიის VII თეატრალური ფესტივალი“ გაიხსნა. ღონისძიება „თავისუფალმა თეატრმა“ გახსნა სპექტაკლით – „მხოლოდ ხუთი დღე“.

როგორც ცნობილია, სპექტაკლი ირაკლი სოლომანაშვილის პიესის მიხედვით, ახალგაზრდა რეჟისორმა, თომა ათანელიშვილმა დადგა.

მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლია სულუაშვილის თქმით, ფესტივალის მთავარი მიზანი, მაყურებლისთვის დიდი ზეიმის ჩუქებაა.

„ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მაყურებელი, არა მარტო საქართველოს სხვადასხვა თეატრის, არამედ, უცხოეთიდან ჩამოსული დასების სპექტაკლებს იხილავს“, – აღნიშნა ლია სულუაშვილმა.

ფესტივალი 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მასში, საქართველოდან და უცხოეთიდან, 21 თეატრალური დასი მონაწილეობს. ღონისძიება 2 ივნისს, მესხეთის დრამატული თეატრის წარმოდგენით დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ მესხეთის თეატრში, „ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“, უკვე მეშვიდედ ტარდება.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი