“ქართული მინანქრის“ გამოფენა თურქმენეთში
პირველად, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადის სახვითი ხელოვნების მუზეუმში “ქართული მინანქრის“ გამოფენა გაიმართა. საგამოფენო სივრცეში ქართველი ოსტატების – თამარ ჯაფარიძის, მაია გვიტიძის, მაია მაღალაშვილის, სოფი ეცადაშვილის, ელენე ფალავანდიშვილის, ლიკა მესხის, მარინა ნაცვლიშვილის, მარიამ თუშიშვილისა და ია ხიზანიშვილის ხელნაკეთი ექსკლუზიური ნამუშევრები გამოიფინა.
გამოფენა საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და თურქმენეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
“დაუვიწყარია ის ემოციები, რაც გამოფენის პერიოდში თურქმენი მეგობრებისგან და გამოფენის სტუმრებისგან მივიღე. ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და პირველად თურქმენეთში ქართული ხელნაკეთი ნამუშევრების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, გამოფენაში მონაწილე ოსტატების სახელით, დიდ მადლობას ვუხდი ყველას”, – აღნიშნა ხელოვანმა თამარ ჯაფარიძემ.
ლიკა მაჩხანელი