23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 23 მაისის 20:00 საათიდან 23:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა, სრულად შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედანზე, ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება.

„მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება, ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან, შოთა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა, თაბუკაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი. შოთა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა კი, შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერიამდე“ და უკუმიმართულებით. N350, N371 და N344 ავტობუსები და N547 მიკროავტობუსი, კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებენ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, შემდეგ, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობს, გადაადგილებას შეძლებს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“, რის შემდეგ მობრუნდება სავაჭრო ცენტრ „გალერიასთან“ და ბარათაშვილის ქუჩას, გიორგი ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძისა სახელობის ქუჩების და მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება, შემდეგ კი, გზას დადგენილი სქემის მიხედვით გააგრძელებს“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, საქართველოს ეროვნული დღესასწაული, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება.

სალომე ხომასურიძე


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

პოდკასტი