ახალი მიკროავტობუსები თეატრებს

კულტურის სამინისტრომ მისი მმართველობის სფეროში მოქმედ თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის 11 თეატრს ახალი მიკროავტობუსები საჩუქრად გადასცა. ავტომანქანები თითოეული დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით გაფორმდა.

ახალი ავტომანქანები თითოეულ დასს გადაადგილებისა და რეკვიზიტების გადატანაში დაეხმარება. მათ, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურონ და თავიანთი შემოქმედება წარმოაჩინონ.

კულტურის სამინისტრომ 11 მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი 2022 წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება კი 2022 წლის 12 დეკემბერს გააფორმა. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსების ფასი 1 149 182 ლარს შეადგენს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თეატრებში ტრანსპორტის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა 2021 წლიდან დაიწყო. უკვე მრავალი წელია, საქართველოში მოქმედი თეატრების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა  არ განახლებულა და ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეძენილ ავტომანქანებს ფლობდნენ.

2022 წელს მსგავსი პროექტი უკვე განხორციელდა. პირველ ეტაპზე, კულტურის სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში არსებულ თეატრებს 10 ახალი მიკროავტობუსი გადასცა.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი