“ნამდვილი ბრილიანტი” – რა წვლილი შეიტანა სოფიკო ჭიაურელმა ნინო სურგულაძის წარმატებაში

იტალიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ცნობილი მსახიობის – სოფიკო ჭიაურელის ფოტოს აქვეყნებს და საინტერესო მოგონებაზე გვიყვება:

“ჩემთვის პირადად და უამრავი სხვა ადამიანისთვის საყვარელი ადამიანი და შემოქმედი, რომელიც ასე დააკლდა საქართველოს… სცენას…კინოს და უბრალოდ ქალაქს. დიდი სოფიკო ჭიაურელი.

დაახლოებით 13 წლის ვიყავი როცა გავიცანი. მალევე სახლში მიმიწვია მან და კოტემ სტუმრად ფიქრის გორაზე…სულ მგულშემატკივრობდა და უხაროდა შემდგომ ჩემი გადაწყვეტილება რომ კლასიკას დავუკავშირე შემოქმედება. მახსოვს სტუმრად სახლში ლეგენდარული მეცო ჰყავდა და დამირეკა ნინო მოდიო შენ უნდა იყო ამ საღამოზე ჩემთანო და კლასიკა უნდა იმღეროო…

მე სულ რაღაც 19 წლის ვიყავი და მასთან კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო მომღერალი სტუმრობდა. გული გადამიქანდა.. როგორ გავბედო და მის წინაშე როგორ ვიმღერო თქო ვუთხარი…მაინც დამარწმუნა, ღიმილით და სითბოთი ამავდროულად ისე მესაუბრა რომ თავდაჯერებაც შემმატა… მივედი და ვიმღერე კიდეც. ამ შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ჩემს მომავალზეც რომელზეც ბევრად უფრო სერიოზულად დავიწყე ფიქრი… რადგან მისმა სტუმარმა შემაქო და ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო…

მადლობა ამ დიდი სიყვარულისთვის, უანგარო ურთიერთობისთვის, ნიჭიერებისთვის, ადამიანობისთვის, უბრალოებისთვის და ამავდროულად სიდიდისთვის ამ საოცარ ქალბატონს, რომელიც სამუდამოდ დარჩა და ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩემს და კიდევ ბევრი ადამიანის გულში. სოფიკო ჭიაურელი.. განუმეორებელი და ნამდვილი ბრილიანტი”.


შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

საქართველოში მე-15 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები“ მიმდინარეობს

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს თბილისსა და ახალციხეში გაიმართება

თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრებმა ფოლკლორის ცენტრის ექსპოზიცია შეავსო

პოდკასტი