საავტორო თოჯინები ,,ცქრიალას შთაგონებით“ – ქართველი მეთოჯინეები გამოფენის გახსნისთვის ემზადებიან

3 ივნისს, ბაგრატიონი ჰოლი საავტორო თოჯინების გამოფენას ,,ცქრიალას შთაგონებით“ უმასპინძლებს.  ღონისძიებაში მონაწილეობას 40-ზე მეტი ქართველი მეთოჯინე  და უკრაინელი მხატვრები მიიღებენ. ექსპოზიცია სხვადასხვა ხასიათის ხელნაკეთი თოჯინებითა და ნახატებით შეივსება. გამოფენის ფარგლებში, ჩატარდება კონკურსი, სადაც  სამ ნომინაციაში -საუკეთესო იდეა, სამოსი და თოჯინა, გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

,, ჩემთვის საინტერესო გამოწვევაა  ამ გამოფენაში მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ქართული ხასიათისა და ჩაცმულობის თოჯინა არასდროს გამიკეთებია. გამოფენის თემიდან გამომდინარე, ეს არის ჩემი პირველი ნამუშევარი –  ქართველი ქალი სალომე, ქართული სამოსითა და ხასიათით, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის შევქმენი“,- აღნიშნა მეთოჯინე ბაჩო ცანავამ.

მეთოჯინეების საავტორო თოჯინები  მსოფლიო მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში ინახება და სხვადასხვა გალერეებშია გამოფენილი. ხელოვნების ნიმუშების ღირებულებას- იდეა, ჩანაფიქრი და ამ ჩანაფიქრის ტექნიკური განხორციელება განსაზღვრავს.

სხვადასხვა სტილითა და მასალისგან შექმნილი ნამუშევრები ბაგრატიონი ჰოლის საგამოფენო სივრცეში 13 ივნისამდე დარჩება.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი