საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის მზადება უკვე დაიწყო

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მე-15 საიუბილეო სეზონისთვის ემზადება. 2023 წლის პროგრამის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 22 სექტემბრიდან დაიწყება და 18 ოქტომბერს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს პოლონეთის, ლატვიის, ესპანეთის, გელგიის, გერმანიისა და უკრაინის დასი ეწვევა. სხვადასხვა ქვეყნის თეატრები ქართული თეატრის სცენაზე ერთმანეთისგან განსხვავებულ, საინტერესო ფორმის წარმოდგენებს გამართავენ. ფესტივალი უმასპინძლებს საინტერესო ადამიანებს  და ჩატარდება ვორქშოპები, ტრეინინგები და დისკუსიები.

ქართული სპექტაკლების პროგრამა 22-27 სექტემბრის პერიოდშია დაგეგმილი. წელს, Georgian Showcase-ზე 46 ქართული სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, როგორც თბილისიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონიდან. ქართულ პროგრამაზე, ტრადიციულად, 80-ზე მეტი სტუმარია დარეგისტრირებული, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალს, თეატრებსა და საპროდიუსერო კომპანიებს წარმოადგენენ.

ფესტივალის მიზანია მაყურებელთან ერთად აღმოაჩინოს ყველაფერი ახალი-ტექსტი, თეატრალური ფორმა, მსახიობი, მაყურებელი და შეიცნოს ჯერ კიდევ უცნობი კულტურა და ახალი, განსხვავებული მიდგომა ხელოვნებისა და სამყაროს მიმართ.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ერთ-ერთია მსოფლიოს დიდ თუ პატარა ფესტივალებს შორის, რომელიც ყოველ წელს ცდილობს გაუძლოს დროსა და მაყურებლის მოთხოვნას.

14 წლის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან,  200 საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა.

 

ლიკა მაჩხანელი


შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

საქართველოში მე-15 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები“ მიმდინარეობს

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს თბილისსა და ახალციხეში გაიმართება

თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრებმა ფოლკლორის ცენტრის ექსპოზიცია შეავსო

პოდკასტი