რუსთაველის თეატრის დასასრულის დასაწყისი – თეატრი 1949 წლის 9 ივნისს დაიწვა

1945 წლის 9 ივნისს, საზოგადოება საზარელმა ამბავმა მოიცვა- შოთა რუსთაველის სახელობის რუსთაველის თეატრი დაიწვა. სცენაზე გაჩენილ ხანძარს მთლიანად ემსხვერპლა მაყურებელთა დარბაზი, სცენა და სრულიად ყველაფერი. თეატრის შენობისგან მხოლოდ კედლებიღა დარჩა.

მაშინდელმა ხელისუფლებამ სასწრაფო ზომები მიიღო თეატრის შენობის აღსადგენად. თეატრის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება ,,თბილმშენს“ დაეკისრა, რომელმაც დასახულ ამოცანას ღირსეულად გაართვა თავი.  რუსთაველის თეატრის სრული რეაბილიტაცია ერთ წელიწადში დასრულდა. რაც შეეხება თეატრის მოხატულობას, ის დარბაზებში შემორჩენილი ფრაგმენტებისა და ძველი ფოტოების მიხედვით, ხელახლა მოიხატა. კედლების მოხატვაში თბილისის სამხატვრო აკადემიის მხატვარ- რესტავრატორებს სრულიად უსასყიდლოდ მიუღიათ მონაწილეობა.

საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავდა. დეტარულად  აღწერდნენ განახლებული თეატრის შენობას. იმასაც აღნიშნავდნენ რომ ძველ შენობას, მხატვრული გაფორმებითა და ტექნიკური აღჭურვილობით, აღდგენილი თეატრი ბევრად ჯობდა. მოსწონდათ ყველაფერი, რასაც გარშემო ხედავდნენ: სცენა, სარკეები, ჭაღები, განათებები, მარმარილოს კიბეები, იარუსები, პარტერები, ავეჯი და სხვა.

საბოლოოდ, თეატრის შენობას ყველაზე დიდი და ფართო მასშტაბიანი რეკონსტრუქცია 1982-1987 წლებში ჩაუტარდა.

რუსთაველის თეატრის შენობა, 1899-1901 წლებში, ,,არტისტული საზოგადოებისთვის“ აშენდა. თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი