პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

გზა, რომელიც კავკასიის ქვეყნებმა და ხალხმა გაიარა: ადრინდელი პროტოფეოდალური, ფეოდალური შუღლისა და დაქუცმაცების ხანა, უცხოელთა ბატონობა, ცარიზმის კოლონიური ჩაგვრისა და საბჭოთა იმპერიის სირთულეები, კავკასიის ქვეყნების ტრადიციები, პოლიტიკური ვითარება და დიპლომატიური ურთიერთობები- ამ ყველაფერს ,,კავკასიის ისტორია“ მოგვითხრობს. წიგნი უკვე გაყიდვაშია და მკითხველს ელოდება. ,, კავკასიის ისტორიის“ პირველი ტომი მოიცავს ისტორიას უძველესი დროიდან მე-19 საუკუნემდე, მეორე ტომში კი შესულია კვლევები მე-19 და მე-20 საუკუნეების კავკასიის შესახებ. ორტომეული საინტერესოა მეცნიერთათვის, სტუდენტებისა და ზოგადად, ისტორიის მოყვარულთათვის.

გამოკვლევაში არის მცდელობა დასაბუთებისა, რომ კავკასიის ხალხის მშვიდობიანი თანაარსებობისა და ინტეგრაციის საფუძველი კავკასიური ცივილიზაციაა, რომელიც ეყრდნობა ერთიან ისტორიულ წარსულში ჩამოყალიბებულ საერთო ღირებულებებს.


ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

როგორ კითხულობდნენ ანტიკურ ხანაში და როდიდან მოდის უტყვად წაკითხვის ტრადიცია

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი