15 ივნისი სამხედრო პოლიციის დღეა

15 ივნისს, საქართველოს თავდაცვის ძალები  სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუბუნაურმა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის კომპონენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე, სამხედრო პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივი საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სამხედრო პოლიციის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობის სიგელებიც მიიღო.

ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.

სამხედრო პოლიციის განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივაა. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად, სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელიც მხარს უჭერს სამანევრო ქვედანაყოფებს, როგორც დისციპლინის, ასევე საბრძოლო ამოცანის შესრულებაში.


შოვში, სამძებრო – სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

ბათუმში, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს

თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვეს

შოვში, 7 ადამიანს კვლავ აქტიურად ეძებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები შოტლანდიიდან მედლებით დაბრუნდნენ

პოდკასტი