გურჯაანი სტიქიას ებრძვის

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ადგილობრივების თქმით, უხვმა ნალექმა მდინარეების – ახტალისხევისა და ნავთისხევის ადიდება გამოიწვია და წყალმა კალაპოტი გაარღვია, რის შედეგადაც, ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე წყალი მოედინება. დატბორილია ავტომობილები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. დაზარალდა რამდენიმე სოფელიც. უხვი ნალექის შედეგად, მუნიციპალიტეტის სოფლებში ადიდებულია ხევები. სეტყვამ ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გურჯაანში, სტიქიის ზონაში იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძიმე ტექნიკა  და ცოცხალი ძალა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ამჟამად, ამოტუმბვისა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.


სახელმწიფო ნაკრძალი კახეთში, რომლის ანალოგიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არ მოიპოვება

,,ღვთისგან ნაბოძები” ადგილი, რომელიც კახეთის მთავარ სალოცავად აგებისთანავე იქცა

შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გურიის სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ

პოდკასტი