კონსერვატორია ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის N 28 ხელოვნების სკოლას უმასპინძლებს
18 ივნისს, კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის N 28 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე მონაწილეები სხვადასხვა საფორტეპიანო და საორკესტრო ნაწარმოებებს შეასრულებენ. კონცერტში, ასევე, ცნობილი ფოლკლორული ანსამბლი ,,ბიჭები“, არჩილ უშვერიძისა და ქორმაისტერ ვახტანგ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებისთვის მონაწილეები განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩნენ, რადგან საღამო საინტერესო და ყველასთვის დაუვიწყარი იყოს, რეპერტუარი კი მრავალფეროვანი.
ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის N 28 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა კონცერტი, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, 8 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.