მალხაზ ერქვანიძის საარქივო ჩანაწერები გაციფრულდება

 

მალხაზ ერქვანიძის საარქივო ჩანაწერებს ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გააციფრებს. პროექტის ფარგლებში, მოხდება აუდიო და ვიდეო ფირების დიგიტალიზაცია, მათი დაარქივება და პასპორტიზაცია. მალხაზ ერქვანიძის საარქივო მასალაში თავმოყრილია არა მხოლოდ სიმღერები, არამედ ეთნოფორთა მიერ გადმოცემული სხვადასხვა ამბები, როგორც სიმღერების, ასევე მათი ყოფის შესახებ. კოლექციაში ვხვდებით არაერთ უნიკლაურ ნიმუშს, რომელიც აქამდე არ ყოფილა დაფიქსირებული. გაციფრებული მასალის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც სამეცნიერო, ასევე სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის, დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში. გაციფრებული, დოკუმენტირებული მასალა  ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმიწფო ცენტრის საიტზე განთავსდება და დაინტერესებულ პირთათვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება. პროექტი  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება.

მალხაზ ერქვანიძე, თითქმის 35 წელია, საქართველოსა და საზღვარგარეთ, მუსიკალური ფოლკლორის სფეროში, პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. საველე-სამეცნიერო ექსპედიციებში, მას თითქმის მთელი საქართველო აქვს მოვლილი, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი  ფოლკლორული ნიმუშები შეაგროვა.

მალხაზ ერქვანიძეს, 1980-იანი წლების ბოლოდან 2008 წლამდე, ჩაწერილი აქვს როგორც აუდიო, ასევე ვიდეო მასალა აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, ქართლის, კახეთისა და ზემო და ქვემო სვანეთის სოფლებში. მასალა უაღრესად ღირებული და, ამავე დროს, უნიკალურიცაა, რადგან ეთნოფორთა უმრავლესობა ცოცხალი აღარაა და ამ საგანძურის კვლავ მოპოვება შეუძლებელია.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

გურიისა და აჭარის რეგიონში, მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები წარმატებით განხორციელდა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

XVII-XVIII საუკუნეების ძვირფასი ქართული ენქერი საქართველოს დაუბრუნდა

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს თბილისსა და ახალციხეში გაიმართება

პოდკასტი