ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“ პრეზენტაციას ვასო აბაშიძის სახელობის თეატრმა უმასპინძლა

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით შექმნილი ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“ პრეზენტაცია ვასო აბაშიძის სახელობის თეატრში გაიმართა. პროექტი იმ ანსამბლებს აერთიანებს, რომლებიც ქართულ ქალაქურ მრავალხმიან სიმღერას ასრულებენ.

 

Საზეიმო ღონისძიების ფარგლებში,  ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“ წევრმა ანსამბლებმა ახალი და კარგად ნაცნობი მუსიკალური ნომრები შეასრულეს. დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, კონცერტში მონაწილეობა ქალთა კამერულმა ორკესტრმაც მიიღო, საღამოს კი ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.

 

ანსამბლების: „ფორტე“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“, „ალილო“ და „თეატრალურის კვარტეტი“  ერთიანობა მრავალწლიანი საშემსრულებლო ისტორიის შემოქმედებითი გაერთიანებაა. მიზანი  ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერების მოძიება, შესწავლა, შესრულება, განვითარება და ქართველ კომპოზიტორებთან ერთად ახალ სიმღერებზე მუშაობაა. ასევე, ქართულ ქალაქურ მრავალხმიან სასიმღერო ჟანრში საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა, მასტერკლასების ჩატარება და მომავალი თაობის აღზრდისთვის შესაბამისი სწავლების მეთოდების შემუშავება, ქართული ქალაქური მრავალხმიანი სასიმღერო ჟანრის კვლევა, ამ ჟანრის შემსრულებელთა კოორდინირება, კონცერტებისა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება და  შემოქმედებითი საქმიანობა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

გურიისა და აჭარის რეგიონში, მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები წარმატებით განხორციელდა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

XVII-XVIII საუკუნეების ძვირფასი ქართული ენქერი საქართველოს დაუბრუნდა

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს თბილისსა და ახალციხეში გაიმართება

პოდკასტი