ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა კვლევის პრეზენტაციას უმასპინძლა

სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“  SMA-TB კვლევის რიგით მესამე, ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა. პროექტის მიზანი ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის უკეთესი სამედიცინო სერვისების მიწოდების ხელშეწყობა და, პაციენტზე ორიენტირებული თერაპიის ფარგლებში, ტუბერკულოზის მკურნალობის ახალი მიდგომების შემუშავებაა. კვლევა იშიფრება, როგორც „სტრატიფიცირებული მედიცინის ახალი ალგორითმი ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობის პასუხის განსაზღვრისთვის“. პროექტმა დაფინანსება  ჰორაიზონ 2020 (Horizon-2020)-ის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში მიიღო. პროექტის პარტნიორები  ევროპისა და ამერიკის წამყვანი კვლევითი და აკადემიური ინსტიტუტები არიან, რაც უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობით არის გამყარებული.

,, ეს უკანასკნელი მიმართული იქნება ადამიანის იმუნიტეტის ამაღლებისა და ტუბერკულოზური ანთების მოდულირებისკენ, რაც შეამცირებს ფილტვის ქსოვილის დესტრუქციასა და მის შეუქცევად დაზიანებას. გლობალურად და საქართველოში, ტუბერკულოზის დარგში მიმდინარე ბიოსამედიცინო კვლევები უდიდეს სამეცნიერო და პრაქტიკულ მნიშვნელობას ატარებს დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციის მიმართულებით. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო კვლევების განვითარებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან პროცესში – ახალი სამკურნალო საშუალებების, ახალი სამკურნალო ალგორითმებისა და ახალი სადიაგნოსტიკო საშუალებების შექმნის მიმართულებით. სწორედ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრია ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, ამ კუთხით”,- აღნიშნა მედია სააგენტო ,,24“- თან საუბრისას, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ზაზა ავალიანმა.

,, საერთაშორისო თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სტატუსს, როგორც ქვეყანაში, ასევე – რეგიონში”,-აღნიშნა თამარ გაბუნიამ შემაჯამებელ პრეზენტაციაზე.

 

ღონისძიების ფარგლებში, სამეცნიერო კონსორციუმის წარმომადგენლები ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრშიც იმყოფებოდნენ, სადაც ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობას და იმ კვლევით მიღწევებს გაეცნენ, რაც ცენტრს გააჩნია.

ტუბერკულოზის ცენტრი, წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა, როგორც საინტერესო, მძლავრი და მზარდი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუცია. ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ქსელის მართვის მეთოდურ ცენტრს, რომლის დაფუძნებულია, ასევე, სამი ინსტიტუცია: თბილისის 2 ამბულატორიული ცენტრი და აბასთუმნის ფილტვის ცენტრი.

სამდღიან საერთაშორისო კონფერენციას, 11 ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრებისგან დაკომპლექტებული გუნდი ესწრებოდა.

 

ლიკა მაჩხანელი