ამბავი ნახატისა, რომელმაც ვან გოგის ,,ვარსკვლავებიანი ღამე“ გამოიწვია

პოსტიმპრესიონისტი პიონერი ვინსენტ ვან გოგი, თავის ხანმოკლე კარიერის განმავლობაში,  არაერთი გამორჩეული ნახატის ავტორია. ერთ-ერთი ასეთია ,,ვარსკვლავებიანი ღამე რონაზე“, უნიკალურად შესრულებული პეიზაჟი, რომელიც მხატვარმა 1888 წელს დახატა. მისი მრავალი ნამუშევრის მსგავსად, ,,ვარსკვლავებიანი ღამე რონაზე“  ვან გოგის ცხოვრების ფრაგმენტს ასახავს. ნახატი შთაგონებულია ხელოვანის სამხრეთ საფრანგეთში გატარებული დროით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამუშევარი არც ისე ცნობილია, ის მაინც რჩება მისი პორტფოლიოს მნიშვნელოვან ნაწილად. ფერწერა, თავისი გამორჩეული ღამის ეფექტებით, განსაკუთრებული ხელწერითაა შესრულებული. ნახატი სავსეა -ვარსკვლავური ღამის ენერგიით. ორი ადამიანის ფიგურა, ცქრიალა ვარსკვლავები და ცის საოცარი ფერთა გამა კომპოზიციის სიმშვიდის იშვიათ მომენტს ასახავს, რომელიც მხატვრის ქაოტურ წლებში არც ისე ხშირად იყო. საბოლოო ჯამში, ეს ატმოსფერო არის ის, რაც განასხვავებს ,,ვარსკვლავებიან ღამეს რონაზე“, მისი სხვა ცნობილი ნამუშევრისგან.

,,ვარსკვლავებიანი ღამე რონაზე“ მხატვარმა მთავარ მდინარეზე, რონის ნაპირთან დახატა. ეს ადგილი იდეაულური აღმოჩნდა ვან გოგისთვის, რადგან ის უფრო მეტად ინტერესდებოდა ღამის სინათლის ეფექტით.

ვან გოგი თეოსადმი მიწერილ წერილში საოცრად ხსნის ღამის სინათლის ეფექტს.

,,ცა აკვამარინისფერია, წყალი სამეფო ლურჯი, მიწა მოლურჯო, ქალაქი ლურჯი და მეწამულია, ანარეკლები კი დაჟანგული ოქრო, რომელიც მწვანე ბრინჯაოსკენ ეშვება“.

 

ვინსენტ ვან გოგი, 1853 წელს, ნიდერლანდებში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარმა  ხელოვნების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გამოხატა, ხელოვანმა ბედი სხვადასხვა პროფესიაშიც სცადა. მხატვრობა მისთვის მხოლოდ 27 წლის ასაკიდან  გახდა აქტუალური და მას შემდეგ არასდროს გაჩერებულა.

 

თარგმნა ნიკოლოზ ხუციშვილმა


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი