დღეს ვერიკო ანჯაფარიძის დაბადების დღეა

თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი- ვერიკო ანჯაფარიძე 1900 წლის 6 ოქტომბერს, ქუთაისელი ინტელიგენტების ოჯახში, დაიბადა.

ის ძირითადად, ტრაგიკულ–დრამატული ჟანრის მსახიობი იყო, რასაც დიდწილად მისი რეალური ცხოვრება განაპირობებდა. განსაკუთრებით სულისშემძვრელი და გენიალური იყო მისი სცენაზე გამოსვლა და ფილმში შესრულებული თითოეული როლი.

მსახიობის პირადი ცხოვრების ტრაგიკულობა შალვა ამირეჯიბთან განშორებამ და პატარა შვილის დაღუპვამ გამოიწვია. ამბავმა მის პიროვნებას დიდი დაღი დაასვა და ალბთ, არც არის გასაკვირი, რომ მან ასე უბადლოდ შეასრულა დედის როლი, ,,ოთარაანთ ქვრივში”.

აღსანიშნავია ისიც, რომ მათი სიყვარულის ისტორია ჭაბუა ამირეჯიბმა აღწერა რომანში ,,გორა მბორგალი”.

ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მრავალი დადგმა. მან თეატრში მუშობის 60 წლის მანძილზე უამრავი სცენური სახე შექმნა, მათ შორის: დეზდემონა (უ. შექსპირის ,,ოტელო”), ლიზი (ნ. შიუკაშვილის ,,სულელი”), ოფელია (უ. შექსპირის ,,ჰამლეტი” (პიესა)), ივდითი (კ. გუცკოვის ,,ურიელ აკოსტა”) მარგარიტა (ა. დიუმას ,,მარგარიტა გოტიე”), გინატრე (შ. დადიანის ,,ნინოშვილის გურია”) და ა.შ.

კოტე მარჯანიშვილი მას იმ მუსიკის მელოდიას ადარებდა, რომელსაც რაც უფრო ხშირად უსმენ, მით უფრო გეძალება მოსმენის სურვილი.

ლადო ასათიანმა სწორედ მას მიუძღვნა ეს სტრიქონები:
,,მიხარის, როცა სცენაზე გიმზერ,
ანათებ, როგორც ზღაპრული დალი
და როგორც ნისლი უფსკრულის პირზე
ირხევა შენი ლამაზი ტანი…”
🎭 ვერიკო ანჯაფარიძე საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტსა და დრამატულ სტუდიებში პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. 1980 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. 1977 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო.

ვერიკო ანჯაფარიძე 1987 წელს გარდაიცვალა. მსახიობი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.

ქეთა მელიქიშვილი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი