სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს.
,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, 6 მუნიციპალიტეტის: აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის 27 დასახლებულ პუნქტში, პროექტის ფარგლებში, 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, 4 687 აბონენტს შესაძლებლობა ექნება ბუნებრივი გაზით ისარგებლოს.
მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, სამუშაოები, საქართველოს მასშტაბით, 10 რეგიონში, 27 მუნიციპალიტეტსა და 104 დასახლებულ პუნქტში აქტიურად მიმდინარეობს. ჯამურად, აშენდება 1 221 589 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც დამატებით 15 419 აბონენტს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.