ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვათაცვენის შედეგად რამდენიმე უბანი დაზიანდა

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი

ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 18 ოქტომბერს ქვათაცვენის შედეგად დაზიანებულ უბნებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები სწავლობენ. პროცესის დასრულების შემდეგ, გაიცემა დასკვნა, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამომავლო სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები). ქვათაცვენა სამონასტრო კომპლექსიდან მოშორებით, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობიდან დაიწყო, შესაბამისად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.

სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის კრიტიკული უბნების გამაგრება-სტაბილიზაციაც.

“ამჟამად დასრულების ეტაპზეა იტალიელი სპეციალისტის, ინჟინერ-გეოლოგ კლაუდიო მარგოტინის (სრული პროფესორი) პროექტის შესაბამისად კლდის დაზიანებული მონაკვეთების გამაგრება-სტაბილიზაცია, ანკერირება/ინექტირების მეთოდით 3 კრიტიკულ უბანზე (არეალი С, არეალი E და არეალი F)”, – აცხადებენ სააგენტოში.

თაკო ბოკუჩავა


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი