საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში პეტრე-პავლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ჯვარ-ხატებისა და საეკლესიო აქსესუარების გამოფენა გაიმართა.  საგამოფენო სივრცე პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი 300-მდე ნამუშევრით შეივსო. ღონისძიების ფარგლებში, ერთ-ერთი მსჯავრდებულის ლექსების კრებულისა და სიმღერების ალბომის პრეზენტაციაც გაიმართა. გამოფენის გახსნას თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ.

პენიტენციური სისტემა  მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე და ისეთ საქმიანობაში ჩართვაზე ზრუნავს, რომელიც ბენეფიციარებს, გათავისუფლების შემდგომ, ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. სწორედ ამ მიზნით და, ასევე, მსჯავრდებულთა მოთხოვნით, უკვე არაერთი წელია, ხელობას, 4 პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური სამსახურის მიერ დაქირავებული ხეზე კვეთის პედაგოგი ასწავლის. 9 წლის განმავლობაში, დაწესებულებებში დიდი რაოდენობის ნამუშევარი შეიქმნა და, ხეზე კვეთის საქმეში,  ბევრი მსჯავრდებული დახელოვნდა.

ფართო აუდიტორიისთვის მსჯავრდებულთა ნამუშევრების წარდგენა და მათი აქტიური ჩართულობისა და პროფესიონალიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ხელს შეუწყობს პენიტენციურ დაწესებულებაში დროის მიზნობრივ გამოყენებასა და, მათი გათავისუფლების შემდგომ, რესოციალიზაციის ეტაპზე, მათ დასაქმებას, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ყოფილი პატიმრების მიმართ სტიგმის შემცირებას, რეინტეგრაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

ქართველი პატიმრები ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

მსჯავრდებულები ტურისტული მეგზურისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიას დაეუფლებიან

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

პოდკასტი