ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი-ლიტერატურული პრემია „ანა“ გამოაცხადა. ახალი ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება, ქალ მწერლებს ეძღვნება, ყოველწლიურია და მისი ძირითადი მიზანი ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისებაა. კონკურსის ფარგლებში, ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ასევე მამაკაც ავტორებს და პრემია გაიცემა იმ ნაწარმოებისთვის, რომელიც ქალის თემას მიეძღვნება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება  საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს, საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს აქვთ. საკონკურსოდ  პრემიის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორების ქართულენოვანი ან ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები განიხილება.

კონკურსში გამარჯვებულები  შემდეგ ნომინაციებში: „ქალი პროზაიკოსი“ – საუკეთესო პროზაული კრებულისთვის; „ქალი პოეტი“ – საუკეთესო პოეტური კრებულისთვის; „ქალი მთარგმნელი“ – საუკეთესო თარგმანისთვისა და „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“ გამოვლინდებიან.

თითოეულ ნომინაციაში პრემია 5 000 ლარს შეადგენს. კონკურსის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა სიგელი. ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში პრემია  თითოეული ნომინაციისთვის გაიცემა.

საკონკურსო განცხადებების მიიღება  26 ივლისიდან  დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია  მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში გაიმართება.

კონკურსი- ლიტერატურული პრემია „ანა“,  კულტურის სამინისტროს მიერ, 2022 წელს დაარსდა.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

გურიისა და აჭარის რეგიონში, მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები წარმატებით განხორციელდა

სპეციალური პრიზი თბილისის მუზეუმების გაერთიანებას

პოდკასტი