ფოთში, 400 -მდე მოზარდი ცურვას სრულიად უფასოდ შეისწავლის

მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი ბავშვებისთვის!

ცურვის შემსწავლელმა ფესტივალმა ოფიციალურად აიღო სტარტი – ფოთში, 1 თვის განმავლობაში, 400-მდე მოზარდს საშუალება ექნება სრულიად უფასოდ შეისწავლოს ცურვა. ფესტივალი 19 აგვისტომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას  ფოთში მცხოვრები 5-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები, მათ შორის სოციალურად დაუცველი ბავშვები მიიღებენ.

ფესტივალის ფარგლებში, აკადემიის მწვრთნელები ფოთის აუზზე მომუშავე მწვრთნელებს საკვალიფიკაციო ტრენინგებს ჩაუტერებენ.

პროექტში მონაწილე მოზარდების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 31 ივლისის ჩათვლის გაგრძელდება.

პროექტი WPC Dinamo Tbilisi- ის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ფოთის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

გურიისა და აჭარის რეგიონში, მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები წარმატებით განხორციელდა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

XVII-XVIII საუკუნეების ძვირფასი ქართული ენქერი საქართველოს დაუბრუნდა

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს თბილისსა და ახალციხეში გაიმართება

პოდკასტი