ვინსენტ ვან გოგის ცხოვრება ფერების წარმოსახვითი სტილითაა ილუსტრირებული

ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებითი ცხოვრება მხოლოდ ათ წელს ითვლის. მიუხედავად ამ მცირე პერიოდისა, მხატვარმა მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნა. მისი შემოქმედება დღემდე მსოფლიო ინტერესს არ კარგავს. ხელოვანი საკულტო პოსტ-იმპრესიონისტულ სტილში  ნათელი ფერების პალიტრასა და სქელ, ექსპრესიული ფუნჯის შტრიხებს, მის გარშემო არსებული სამყაროს გადმოსაცემად იყენებდა. მაშინ, როცა ჰოლანდიელი მხატვარის შემოქმედებითი ცხოვრება ზენიტს განიცდიდა, იგი, 37 წლის ასაკში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, 1890 წლის 29 ივლისს, გარდაიცვალა.

ვინსენტ ვან გოგი, საფრანგეთის ერთ-ერთ ლამაზ ქალაქში, სან-რემის მახლობლად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ხელოვანმა მთელი თავისი დრო ფერწერას დაუთმო. მისი უნიკალური სტილი დროთა განმავლობაში უფრო თამამი ხდებოდა, მისი კომპოზიციები კი ამბიციური.

1890 წლის მაისში, ვინსენტ ვან გოგმა, ერთი წლის ცხოვრების შემდეგ, საბოლოოდ დატოვა თავშესაფარი საფრანგეთში. გამგზავრებამდე რამდენიმე თვით ადრე, მის წერილებში მოუსვენრობა იკითხებოდა.

„აქაური გარემო იმაზე მეტად მამძიმებს, ვიდრე შემიძლია ვთქვა… ჰაერი მჭირდება, მოწყენილობისა და მწუხარების გრძნობა მეუფლება“,- წერდა იგი თავის ძმას, თეო ვან გოგს.

თავშესაფრის დატოვებისთანავე, ვან გოგი  პარიზის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში, სახელად ოვერ-სიურ-უაზში (Auvers-sur-Oise), გადავიდა და ექიმისა და ხელოვნების კოლექციონერის, დოქტორ პოლ გაშეტის მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსდა. ეს ყველაზე პოპულარული ადგილი იყო მხატვრებისთვის.

ოვერ-სიურ-უაზში ჩასვლისთანავე, ვან გოგი თავის საქმეში ბოლომდე ჩაეფლო. დღეში საშუალოდ ერთ ნახატს მაინც ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ ენერგიულად იყო და ბევრსაც მუშაობდა, ფინანსურად ძალიან უჭირდა.

„ჩემს ტილოებს ჩემ განუყოფელ ყურადღებას ვაქცევ. ვცდილობ ვიყო ისევე კარგად, როგორც ზოგიერთი მხატვარი, რომლებიც ძალიან მიყვარდა და აღფრთოვანებული ვარ“,- წერდა იგი თეოს.

მხატვარი უკიდურესად შთაგონებული იყო პეიზაჟით. ბოლო პერიოდში, ხელოვანი ხორბლის მინდვრებს სხვადასხვა დროსა და პერსპექტივაში ხატავდა.

საერთო ჯამში, ვან გოგმა, მაისის ბოლოდან გარდაცვალებამდე,  70-ზე მეტი ნახატი დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მკაფიო კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რომელი ნახატი იყო ვან გოგის ბოლო დასრულებული ნამუშევარი, მით უმეტეს, რომ იგი იშვიათად ათარიღებდა თავის ნახატებს, ისტორიკოსებმა არგუმენტები წამოაყენეს რამდენიმე ნამუშევარზე, რომლებიც დამაჯერებლად არის მიმაგრებული მხატვრის გარდაცვალების თვეზე.

ნახატი, რომელიც ჩვეულებრივ ვან გოგის ბოლო ნამუშევრად ითვლებოდა, არის ხორბლის ველი ყვავებით. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საკმარისი მტკიცებულებაა ამ თეორიის დასაპირისპირებლად, ეს ნახატი მის მიერ შექმნილ ბოლო ნამუშევრებს შორისაა და ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაფასებული კომპოზიციაა.

ვან გოგის კიდევ ერთი ბოლო ნახატი, და შესაძლოა უკანასკნელიც კი, რომელზეც ოდესმე მუშაობდა, არის ხის ფესვები. მკაფიოდ აბსტრაქტული და კაშკაშა ფერის ეს ნამუშევარი ხეების ტოტებისა და ხის ფესვების ხედს ასახავს, თუმცა ეს, ერთი შეხედვით, აშკარა არ არის.

„სიკვდილის წინა დილით მან დახატა ტყის სცენა, სავსე მზითა და სიცოცხლით“,- წერდა ბონგერი.

მიუხედავად იმისა, რომ ხის ფესვები დაუმთავრებელია, ის ბუნების სილამაზეს მკაფიოდ ასახავს.

ვინსენტ ვან გოგის ცხოვრება ილუსტრირებული იყო მისი  ფერების წარმოსახვითი სტილით, რომელიც მყისიერად ამოსაცნობია, როგორც ვინსენტ ვან გოგის საკულტო ესთეტიკა. მისი ნათელი ფერების პალიტრა და ექსპრესიული, მობრუნებული ფუნჯის შტრიხები, თითქმის შეუძლებელს ხდის, რომ ჰოლანდიელი მხატვრის ხელოვნება სხვის ნამუშევარში აგვერიოს.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი