შოვში, გარდაცვლილთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 21 რიცხვამდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დღეს ნაპოვნი ორი ცხედრიდან ერთ-ერთი კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, ხოლო მეორე მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. მისი თქმით, ჯერჯერობით, არცერთი მათგანი არ არის ამოცნობილი.

„ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნაპოვნი და დარჩენილია 12, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამჟამად 9 ლოკაციაზე გვაქვს აქტიური საძიებო სამუშაოები. რაც შეეხება უფრო მეტ ინფორმაციას ცხედრების შესახებ, არ მინდა ისეთი ინფორმაციის გაჟღერება მომიწიოს, რაც შეიძლება მერე არ დადასტურდეს, ეს არის ერთი მოზარდის და ერთი მდედრობითი სქესის, თუმცა ჯერ კიდევ არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ პროზექტურაშია. ამ დროისთვის თუ არ ვცდები, 4-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურაა და გარკვეული სახის დაავადებების საფრთხე არსებობს. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები გვაქვს მიღებული პირბადეების საშუალებით. ვცდილობთ, ყველაფერი იმ პროტოკოლის ფარგლებში იყოს, რაც მსგავს სიტუაციებში აუცილებელია “,- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

სტიქიის ადგილზე, სხვადასხვა ლოკაციაზე, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.


შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გურიის სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ

სახელმწიფო დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს

შოვში, სამძებრო – სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

პოდკასტი