,,საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე“- საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. დეპუტატებმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„საქართველო გლოვობს ამ გმირებს, ამ ვაჟკაცებს. მეორე მხრივ, განცდა იმისა, რომ ასეთი ვაჟკაცები იბადებიან საქართველოში, სიამაყეს გმატებს, რადგან მტერი ჩვენს ქვეყანას ადვილად ვერასოდეს დაამარცხებს, ქედს ვერ მოახრევინებს. ეს ბიჭები და ყველა, ვინც ომში დაეცა, თავისი ცხოვრებით ისტორიის შემქმნელები არიან. დიდება მათ სახელებს!“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შინდისთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს და ახლობლებს ესაუბრნენ და ქართველი მებრძოლების გმირული თავგანწირვა კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

„დღეს შინდისის გმირების ხსოვნის დღეა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას. მათი ისტორია არის გმირობისა და თავდადების გამორჩეული ისტორია, როდესაც უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მამაცმა მეომრებმა დიდი ზიანი მიაყენეს მტერს და გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ჩვენ მომავალ თაობებს ყოველთვის ემახსოვრებათ მათი თავგანწირვა, მათი სახელები. ჩვენი ბიჭების, ჯარის გმირობა იმის გარანტია, რომ საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე. ჩვენ, მშვიდობიანი გზით, აუცილებლად გავამთლიანებთ და გავაერთიანებთ ქვეყანას”,- განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

15 წლის წინ, 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.


პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

საქართველო გმირების ქვეყანაა – 11 აგვისტოს, 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა

გორში სანთლების აქცია გაიმართა

ცხოველთა წამებისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა

დაექვემდებარება თუ არა ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოები ლიცენზირებას

პოდკასტი