შოვში, 7 ადამიანს კვლავ აქტიურად ეძებენ

როგორც ცნობილია, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, 7 ადამიანს კი კვლავ აქტიურად ეძებენ.

რაჭა – ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 26 მოქალაქის ცხედრიდან მხოლოდ 23-ია იდენტიფიცირებული.

მისივე თქმით, პრემიერ – მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნისა.

დღეს, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი, რომელიც  შესრულებულ და მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს პირადად გაეცნო და ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ სამძებრო- სამაშველო სამუშაოებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონია ჩართული.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.


შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გურიის სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ

სახელმწიფო დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს

შოვში, სამძებრო – სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

პოდკასტი