თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა, მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე, ესპანეთის გუნდი ანგარიშით 87-0 დაამარცხა. ნაკრებმა  „Defence Lelos“ მეტოქეს 14 უპასუხო ლელო გაუტანა.

გუნდი შემდეგ შეხვედრას დიდ ბრიტანეთთან 23 აგვისტოს გამართავს, ხოლო 27 აგვისტოს ტონგას დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, დაკავებული ადგილის მიხედვით, ნახევარფინალში, მისი მეტოქე გაირკვევა.

რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში იმართება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის გუნდი იღებს. რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება და მასში საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე მესამედ იღებს მონაწილეობას.


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი პატიმრები ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

პოდკასტი