წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი გაიხსნა

წინანდლის ჭავჭავაძეების მამულში, მე-5 საიუბილეო ფესტივალის პირველი კონცერტი ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით გაიხსნა. კონცერტის დაწყებამდე, ფესტივალის დამფუძნებლებმა და მხარდაჭებმა პრესკონფერენცია გამართეს.

„წელს წინანდლის ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონია. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად ფესტივალი მეტ ცნობადობას იძენს. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის მუსიკალურ დირექტორს, ჯანანდრეა ნოზედას, ავი შოშანს, მარტინ ენგსტრომს, ვინც ფესტივალის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს. მოგეხსენებათ, ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია პან- კავკასიური ორკესტრი, სადაც გაერთიანებულნი არიან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები. წინანდლის მამულში მათი შეკრება ერთგვარი სამშვიდობო მესიჯია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის”,- განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

 

„წარმოუდგენელია, უკვე 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პან-კავკასიურ ორკესტრს ვხელმძღვანელობ. შესაძლებელია მსოფლიოში ბევრი კარგი იდეა არსებობდეს, მაგრამ მათ განხორციელება სჭირდება. და, დღეს ჩვენ უკვე მეხუთედ ვხსნით ფესტივალს. ეს შედეგი მე მიქმნის იმის შეგრძნებას, რომ ჩვენ მომავალში კიდევ ბევრი მიღწევა გვექნება.

როცა მე დავთანხმდი ფესტივალის მუსიკალური დირექტორობას, პანკავკასიური ორკესტრი მხოლოდ ოცნება იყო. ახლა მაქვს მეორე ოცნება- ორკესტრმა მოიცვას ბაქო, ერევანი და ასტანა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ფესტივალზე ახალგაზრდა შემსრულებლებს შესაძლებლობა აქვთ გამოსცადონ, თუ რას ნიშნავს მსოფლიოს უმაღლესი მუსიკის ხარისხი.

მე მთელ ჩემს ენერგიას მოვახმარ ამ ფესტივალს და მის განვითარებას მომავალში. დიდი მადლობა ერთგულ აუდიტორიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ის რაც წინანდალში ხდება, სხვებსაც მოვუყვეთ და გავუზიაროთ. “ – აღნიშნა ფესტივალის მუსიკალურმა დირექტორმა ჯანანდრეა ნოზედამ.

10 სექტემბრის ჩათვლით, წინანდლის ისტორიულ მამულში, კონცერტებს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ჩაატარებენ.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი