თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრებმა ფოლკლორის ცენტრის ექსპოზიცია შეავსო
უკვე მეორე დღეა, მხატვარ მიხეილ ფანჯიკიძის პერსონალურ გამოფენას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო სივრცე მასპინძლობს. გამოფენა, სახელწოდებით ,,IMPRESSIONE“ 90- მდე ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევარს აერთიანებს. გამოფენა მხატვრის ევროპაში მოგზაურობასა და იმ შთაბეჭდილებებს მიეძღვნა, რომელიც მან მოგზაურობის დროს განიცადა.
მიხეილ ფანჯიკიძე ბავშვობიდან ხატავს. ხელოვანის ნახატები ერთმანეთისგან გამორჩეული და დასამახსოვრებელია. მხატვარი, თითოეულ ნამუშევარში, ფერების შერწყმით, ხატვის განსაკუთრებული სტილითა და შინაარსით, საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს გადმოსცემს.
მიხეილ ფანჯიკიძის ნამუშევრები ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო სივრცეში 11 სექტემბრამდე დარჩება.