საქართველოში მე-15 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები“ მიმდინარეობს
რიგით მე-15 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ექვსი დაუვიწყარი კონცერტით აღინიშნება. წლევანდელ ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები იღებენ მონაწილეობას.
,,ღამის სერენადები“, 22 აგვისტოს, ბორჯომში გაიხსნა, 24 და 25 აგვისტოს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გადაინაცვლა.
24 სექტემბერს, ფესტივალი “ღამის სერენადები” თბილისში, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება, სადაც სპეციალური სტუმარი ლა სკალას თეატრის კონცერტმაისტერი ლაურა მარზადორი იქნება. იგი ფესტივალში მონაწილეობას ორკესტრთან “საქართველოს ვირტუოზები” ერთად მიიღებს.
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები” 41 წლის ისტორიას ითვლის. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი, ლიანა ისაკაძეა.