დღეს, 14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი დგება

ამ დღეს, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყველა მართლმადიდებელს  ლოცავს. ქვეყნის საჭეთმყრობელმა ტრადიცია არც წელს დაარღვია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მილოცვით მიმართა:

,,დღეს, 14 სექტემბერს, დგება საეკლესიო ახალი წელი, დასაბამიდან 7627-ე წელი.

შევთხოვ ყოვლად მოწყალე უფალს, დაიცვას ყოველი კუთხე ჩვენი ქვეყნისა, სრვისაგან, ძვრისა და სხვა სტიქიური უბედურებისაგან.

მოგვმადლოს მშვიდობა, კეთილდღეობა, გული გონიერი და წრფელი განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა.

დაგვეხმაროს, რათა შევძლოთ განვეშოროთ ავ სიტყვას, განზრახვასა და საქმეთ, რათა უფლის მიერ ჩვენთვის ნაჩუქარი უდიდესი განძი, სიცოცხლე, – ღვთის სადიდებლად გამოვიყენოთ.

ღმერთმა დალოცოს და განამტკიცოს ტვირთმძიმე და განსაცდელში მყოფი ყოველი ადამიანი, ყოველი ქვეყანა.

ღმერთმა დალოცოს მკვიდრნი საქართველოისა და უცხოეთში მყოფნი ჩვენი თანამემამულენი.

ღმერთმა დალოცოს მთელი მსოფლიო“.

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი


,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

გორში, მარტოხელა და ხანდაზმულ ადამიანებს ახალი დღის ცენტრი მოემსახურება

21 სექტემბერი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულია

საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღება 12 სექტემბერს დაიწყება

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

პოდკასტი