გორში, მარტოხელა და ხანდაზმულ ადამიანებს ახალი დღის ცენტრი მოემსახურება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევითა და გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ხელშეწყობით, ქალაქ გორში, წმინდა იოანე მოწყალის სახელობის სათნოების სახლში დღის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი კულტურული აქტივობებით  ადგილობრივ მარტოხელა და ხანდაზმულ ადამიანებს მოემსახურება.

პროექტის ფარგლებში, დღის ცენტრთან ერთად, შინ მოვლის სამსახურიც ამოქმედდა. 20-მდე სერტიფიცირებული მედდა  შესაბამისი საჭიროების მქონე პირებზე იზრუნებს და  მათ სათანადო სამედიცინო დახმარებას გაუწევს. გარდა ამისა, აღნიშნული სათნოების სახლის ბაზაზე მიმდინარეობს ჰოსპისის მოწყობა, რომელიც პალიატიური მზრუნველობისთვის იქნება განკუთვნილი.

იოანე მოწყალის სახელობის სათნოების სახლს საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ვეფხვია ოდიშარიამ სამედიცინო ინვენტარი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, უკვე 16 წელია, ეპარქიაში  უფასო სატრაპეზოც ფუნქციონირებს, სადაც ყოველდღიურად ორასზე მეტი ადამიანი პურდება.


გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

21 სექტემბერი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულია

დღეს, 14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი დგება

საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღება 12 სექტემბერს დაიწყება

პოდკასტი