ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

,,ამ ქვეყნიდან წასული ადამიანი აქ ტოვებს იმას, რაშიც იყო აზრი მისი არსებობისა: ამოხსნილ კანონებს, არქიტექტურულ  ნაგებობებს, მუსიკალურ  შედევრებს”… 

გამოჩენილი ქართველი თეატრმცოდნის,ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორისა და პროფესორის,  ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა.

1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, ნათელა ურუშაძე პედაგოგიურ საქმიანობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ეწეოდა.

უმნიშვნელოვანესია ნათელა ურუშაძის წვლილი როგორც ქართული თეატრის კვლევასა და პოპულარიზაციაში, ასევე ქართული თეატრმცოდნეობის განვითარებაში. იგი არის ათეულობით წიგნისა და სტატიის ავტორი. პროფესორმა გამოჩენილი მსახიობების, რეჟისორების, სცენოგრაფების შემოქმედების, ქართული თეატრის ისტორიისა და თანამედროვე თეატრალური ხელოვნების კვლევას არაერთი მონოგრაფია და ნაშრომი მიუძღვნა. შესანიშნავმა მთხრობელმა, ტელეგადაცემებითა თუ საჯარო ლექციებით, მოზარდთა არაერთი თაობა სასცენო ხელოვნების ჯადოსნურ სამყაროს აზიარა. მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე, მან თეატრმცოდნეთა, მსახიობთა და რეჟისორთა თაობები აღზარდა.

ნათელა ურუშაძეს, ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, 1998 წელს, ღირსების ორდენი გადაეცა. იგი იყო საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქე.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

საქართველოში მე-15 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები“ მიმდინარეობს

პოდკასტი